ირაკლი ღარიბაშვილმა მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ვაზისუბნის დასახლებაში მივიდა და მოკლული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა. რამდენადაც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დღეს გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრშიც მივა და დაჭრილ პოლიციელს, ვალერიან გრძელიშვილს მოინახულებს.
შეგახსენებთ, შსს-ს ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი და დეტექტივის თანაშემწე – გამომძიებელი ვალერიან გრძელიშვილი 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე შალვა აბულაძემ დაჭრა. პოლიციელები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ.