მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრები შალვა აბულაძის ციხიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ

შალვა აბულაძის მიერ იანვარში მოკლული პოლიციელის, გიორგი ბერუაშვილის ოჯახის წევრები აბულაძის ამნისტიით გათავისუფლებას აპროტესტებენ.
ბერუაშვილის დედის თქმით, პირველ რიგში, დამნაშავეები ის ადამიანები არიან, ვინც მკვლელი ვადამდე ადრე გაათავისუფლა.
„დიდი დანაშაული ჯერ იმ პირებს მიუძღვით, ვინც ეგ შეწყალებით გამოუშვა. როცა ამდენი წელი ჰქონდა მისჯილი და გამოუშვეს, რატომ არ გადახედეს მის საქმეს, რისთვის ჰქონდა მისჯილი, რამდენ ადამიანს ესროლა, რამდენი ოჯახი გააუბედურა ამ პიროვნებამ. ჩადიოდა დანაშაულს, აფარებდნენ ხელს და ასე ხელდაფარებით დადის, მას მფარველები ჰყავს“, – განაცხადა მოკლული პოლიციელის დედამ, დალი მეტრეველმა.
გიორგი ბერუაშვილი მიმდინარე წლის 6 თებერვალს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ კლინიკაში გარდაიცვალა. მდგომარეობის სიმძიმის გამო საზღვარგარეთ სამკურნალოდ მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა, თუმცა ექიმებმა პოლიციელის გადასარჩენად ყველაფერი გააკეთეს. გიორგი ბერუაშვილი 23 იანვარს ლიკანში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, პატრულირებისას, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა. ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შალვა აბულაძის დასაკავებლად.
გიორგი ბერუაშვილი 2014 წლის 10 თებერვალს საპატიო ყარაულით დაკრძალეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები