გიორგი უდესიანი: როგორ გგონიათ მე ამას შევიტენი? – ამ საქმეს შევაკვდები
გიორგი უდესიანი მზად არის გამოძიებას ჩვენება მისცეს, ოღონდ პარიზში. ამის პარალელურად, ყოფილი მაღალჩინოსანი თავადაც გეგმავს თავისი წყაროებით დაადგინოს, ვინ შეუკვეთა და ვინ მოკლა მისი ყოფილი პარტნიორი.
„შეუძლიათ სკაიპით დამკითხონ, შეუძლიათ გამომძიებლების ჯგუფი ჩამოვიდნენ, ნებისმიერ მათ კითხვას ვუპასუხებ. მე ხელების ჩამოშვებას არ ვაპირებ, მეყო რაც ვდუმდი. თქვენ როგორ გგონიათ მე ამას შევიტენი? მე მეტყობა რამე, რომ ეს შევიტენო? მე ამ საქმეს შევაკვდები. ყველა ჩემს შესაძლებლობას, ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას, ჩემს სამეგობრო წრეს, ფინანსურ შესაძლებლობებს გამოვიყენებ, რომ ეს მკვლელობა გაიხსნას და მკვლელი, თუ მკვლელთა ჯგუფი სამაგალითოდ დაისაჯონ“, – განაცხადა „პოსტსკრიპტუმთან“ ინტერვიუში გიორგი უდესიანმა.