ადვოკატი: ხარძიანის სავარაუდო მკვლელი ფარულმა კამერებმა დააფიქსირეს

ბესიკ ხარძიანის ოჯახის ადვოკატი ადასტურებს, რომ ვიდეოჩანაწერებში, რომელიც პროკურატურამ შეისწავლა, ბიზნესმენის მკვლელი ჩაფხუტის გარეშე ჩანს. ამის შესახებ მალხაზ სალაყაიამ „პოსტსკრიპტუმში”  საუბრისას განაცხადა.
„ერთ პირზეა ლაპარაკი. ყველა ის ვიდეომასალა და ის გადაადგილების მარშუტი, რომლითაც შეეძლოა ემოძრავა დედაქალაქში და მისულიყო ბესარიონ ხარძიანის სახლამდე მკვლელს, შესწავლილია. გამოკვლეულია ყველა მასალა და დატოვებული კვალი დამნაშავის მიერ.
კადრებში ის ჩანს მოტოციკლეტისტის ჩაფხუტის გარეშე. აღნიშნულთან დაკავშირებით შედგა პროკურატურაში კომუნიკაცია,“ -აცხადებს სალაყაია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები