ირაკლი ალასანია: საზოგადოების დასაცავად პოლიციამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა ჩაატაროს
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, საზოგადოებისთვის მეტი დაცულობის უზრუნველსაყოფად პოლიციამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს. ამასთან, ალასანიამ ისანი-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
“თითოეული უდროოდ დაკარგული ახალგაზრდა, აუნაზღაურებელი დანაკლისია ჩვენი ქვეყნის და მათი ოჯახებისთვის. დამნაშავე დროულად უნდა იქნას გამოვლენილი და დასჯილი. საგანგაშოა ის, რომ მსგავსი ფაქტები გახშირდა. მთავრობამ გადაუდებელი ღონისძიებები უნდა გაატაროს, რათა უზრუნველყოს ჩვენი საზოგადოების მეტი დაცულობა. ვუსამძიმრებ ბექას ოჯახს”, – ნათქვამია ირაკლი ალასანიას განცხადებაში.