შსს-ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს აკადემიას სკოლა „ინტელექტი“-ს პედაგოგები და დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ესტუმრნენ.სკოლა „ინტელექტში“ 12 ქვეყნის მოქალაქე და 19 ეროვნების მოსწავლე სწავლობს. მათ აკადემიის პროფესიული მომზადების სამმართველოს საპატრულო პოლიციის ფაკულტეტის უფროსმა ნოდარ სააკაშვილმა უმასპინძლა. ზოგადსაგანმანათლებლო
შსს-სი მისული სტუმრები პოლიციელთა მომზადების მეთოდიკას გაეცნენ და დაესწრნენ პრეზენტაციას თემაზე: „სწავლება აკადემიაში“. მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ 2015 წლის სექტემბრიდან აკადემიაში საბაკალავრო პროგრამა განხორციელდება. აღნიშნული პროგრამა სტუდენტებს საპოლიციო საქმიანობისთვის აუცილებელ 4 წლიან, თანამედროვე სწავლებას სთავაზობს. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აცნობეს, რომ საბაკალვრო პროგრამას გამოცდილი და სამართლის სფეროში ცნობილი სპეციალისტები წარუძღვებიან უახლეს მეთოდებზე დაყრდნობით და სტუდენტებს სამართლის სხვადასხვა დარგს შეასწავლიან. სკოლა „ინტელექტი“-ს მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე, რომლებიც საბაკალავრო პროგრამას და სხვა საკითხებს ეხებოდა, ამომწურავი პასუხები მიიღეს. სტუმრებმა ასევე მოინახულეს აკადემიის სასწავლო და ფიზიკური მომზადების ოთახები, იმიტირებული სასამართლო დარბაზი, იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რეალური და იმიტირებული ტირები. მსგავსი ღონისძიებები შსს-ს აკადემიაში პერმანენტულად ტარდება და მათი მიზანია ახალგაზრდებში სამართლებრივი კულტურის ამაღლება და ამ გზით დანაშაულის პრევენცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები