პარლამენტში ფრაქციების თავმჯდომარეების სიტყვით გამოსვლა დაიწყო
ამ წუთებში საკანონმდებლო ორგანოს პლენარულ სხდომაზე ფრაქციების თავმჯდომარეები სიტყვით გამოდიან. საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მოხსენება კი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. სიტყვით გამოსვლისას მარგველაშვილი არაერთ საკითხს შეეხო, მათ შორის ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ქვეყნის საგარეო კურსს, ხაზი გაუსვა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობას და განაცხადა, რომ საქართველოს განვითარებით დაინტერესებული ქვეყნების რაოდენობის ზრდა ქვეყნის უსაფრთხოების გარანტია.