ლერი ხაბელოვი: პრემიერს ძალიან მსუყე მასალა გადავეცით

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი, სპორტის მინისტრ ლევან ყიფიანის მუშაობით უკმაყოფილოა. როგორც „რეზონანსთან“ ინტერვიუში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლერი ხაბელოვმა განაცხადა, სპორტში, ზაფხულის სტუდენტური ოლიმპიური თამაშების გარდა სასიკეთო არაფერი ხდება, ამიტომ ის მინისტრის გადაყენებას არ გამორიცხავს.
„ჩვენი მთავარი პრეტენზია ის არის, რომ გასაკეთებელ საქმეებში მისი ჩართულობა იყოს იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე დღეს არის. პრემიერს ძალიან მსუყე მასალა გადავეცით, სადაც აღწერილია ყველა ის დეტალი, რაზეც ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ. 2014 წლის ანგარიში სპორტის ინტერესებს საქართველოში საერთოდ ვერ პასუხობს“,- განაცხადა ხაბელოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები