ემზარ კვიციანი: იური ვაზაგაშვილის მკვლელობა რომ სრულად გამოძიებულიყო, შესაძლოა, ხარძიანი ცოცხალი ყოფილიყო

კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ემზარ კვიციანი მიიჩნევს, რომ იური ვაზაგაშვილის მკვლელობა რომ სრულად გამოძიებულიყო, ბიზნესმენი ბესო ხარძიანი შესაძლოა, დღეს ცოცხალი ყოფილიყო. ამის შესახებ ყოფილმა რწმუნებულმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
}მისი განცხადებით, ყველა გახმაურებული მკვლელობა ხელისუფლების მტრების წისქვილზე წყალს ასხამს.
„ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ერთი პიროვნება დააკავეს და ამით ყველაფერი მორჩა. დამკვეთის ვინაობა დაადგინეს? ვინმე სოსანაშვილი დააკავეს და ამით დაამთავრეს ყველაფერი. ამ საქმეებს თუ არ გამოიძიებენ, საქართველოში მკვლელობათა სერია გაგრძელდება. სიკვდილამდე 3 კვირით ადრე ცხონებულმა ბესო ხარძიანმა „იმედის“ ეთერში მაგარი რამე თქვა. განაცხადა, სამართლიანობა თუ არ აღდგა, ქვეყანა გასული საუკუნის 70-იანი წლების სიცილიას დაემსგავსებაო. მართლა ასე იქნება“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები