რამდენი ბინა აქვს ირმა ნადირაშვილს?

რამდენი ბინა აქვს ირმა ნადირაშვილს – ამ სათაურით გაზეთი “კვირის ქრონიკა“ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის ირმა ნადირაშვილის ქონებრივი დეკლარაციის მონაცემებს აქვეყნებს.
“საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატ ირმა ნადირაშვილს 2008 წლის დეკლარაციის მიხედვით, უძრავ ქონებაში წარმოდგენილი აქვს ბინა რობაქიძის ქუჩაზე, ნომერი 7/42, რომელიც ირმას სახელზეა გაფორმებული, რომლის ღირებულებაც 90 000 ლარია და მშენებარე ბინა შავი ზღვის ქუჩაზე, რომელიც მისი მუღლის, დავით დაღელაშვილის სახელზეა და 200 000 ლარადაა შეფასებული. ასევე, ფიქსირდება მსუბუქი ავტომანქანა, „ჰონდა“, რომლის ფასიც 15 000 ლარია.
რაც შეეხება საბანკო თანხებს, ირმა ნადირაშვილს “სახალხო ბანკში“ აღნიშნული აქვს სახელფასო 2 800.00 ლარი და “თი-ბი-სი ბანკში“ მიმდინარე – 30.00 ლარი. თანამდებობის გრაფაში ვხედავთ, რომ ირმა ნადირაშვილი ამ პერიოდისთვის „რუსთავი 2“-ის მთავარი პროდიუსერია, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობის ასოციაციაში კონსულტანტი და სახელმწიფო კანცელარიაში -სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი“,-წერს “კვირის ქრონიკა“.
გამოცემა 2014 წლის დეკლარაციასაც აქვეყნებს, რომლის მიხედვით, ოჯახს მოძრავი ქონება არ აღენიშნება, ასევე- ფასიანი ქაღალდები. ხოლო რაც შეეხება საბანკო და საკრედიტო ანგარიშებს საქართველოს ან სხვა ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვთ ოჯახის წევრებს, გამოცემის ინფორმაციით, სიახლე კიდევ ისაა, რომ ნადირაშვილის სახელზე ირიცხება ბინა ბათუმში, ხიმშიაშვილის #25 ა -ში , 44.00 კვ.კმ ფართობით. ასევე მას აქვს ქირავნობა დეკლარაციის ჩანაწერის მიხედვით ქუთაისში, 10 005 ლარად და ეს ფული უკვე გადაიხდა.
„როგორც ამბობენ, ახალი ბათუმური ბინით ირმა ნადირაშვილი მისი პარტიის თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა ერთგულებისთვის დაასაჩუქრა და აქტიური მუშაობისთვის მადლობა ასე გადაუხადა, თუმცა ამ ინფორმაციას ნადირაშვილი სასტიკად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ პარლამენტის წევრად არჩევის შემდეგ ირმა ნადირაშვილის ქონება კიდევ უფრო გაიზარდა. ნადირაშვილის ძირითადი საცხოვრებელი სახლი კაჩინსკის ქუჩაზეა და აქაური მეზობლების თქმით, ჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა. აქვე ირკვევა, რომ ნურსა, შინდისის დიდ სახლში, ძირითადად, ოჯახთან ერთად, იშვიათად ადის. პარლამენტარის მეზობლების თქმით, მან ავლაბარში ახლახან კიდევ ერთი სახლი იყიდა, მაგრამ ეს ნადირაშვილს ქონებრივ დეკლარაციაში ასახული არ აქვსო“,- წერს „კვირის ქრონიკა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები