“ეარ კანადას” ავიალანერმა AC 624 ნოვო სკოტიაში, ჰალიფაქსის საერთაშორისო აეროპორტში ავარიული დაშვება განახორციელა. გავრცელებული ინფორმაციით, ბორტზე 138 მგზავრი იმყოფებოდა მათ შორის 5 კომპანიის თანამშრომელი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაშავებულები. 23 მგზავრი გადაყვანილია ადგილობრივ საავადმყოფოში.მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. რა გახდა ავიალაინერის ავარიული დასვების მიზეზი ამ დრომდე უცნობია.