მიხეილ მაჭავარიანი: ვინც არ უნდა იდგეს ამ მკვლელობის უკან, დასაჯონ!

საპარლამენტო უმცირესობის წევრი მიხეილ მაჭავარიანი გარდაცვლილ ბესიკ ხარძიანის მკვლელობას ეხმაურება. დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს, გიორგი უდესიანთან კავშირს, რომლის გვარიც ბიზნესმენის მკვლელობის დროს გახმაურდა.
„ყოველგვარ კავშირს აბსოლუტურად უარვყოფ და აბსურდად მივიჩნევ. სამწუხაროდ, ხელისუფლებისგან პირველად არ ხდება როდესაც, ასეთი ტიპის რაიმე დანაშაული მოხდება, თითს ჩვენსკენ იშვერენ. ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ გვაქვს. ვინც არ უნდა იდგეს ამ დანაშაულის უკან, სასტიკად უნდა დაისაჯოს.
პასუხისმგებლობა სწორედ ხელისუფლებაზეა, რომ მან მიიყვანა, მან მიუშვა ეს პროცესი ასე რომ, თბილისის ცენტრში დღისით, მზისით ადამიანს კლავენ, დაიჭირონ, დასაჯონ. ასე უაპელაციოდ საუბარი, იმის მანიშნებელია, რომ ეს ადამიანები არ აპირებენ გამოიძიონ დანაშაული“, – აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
ბესო ხარძიანი დღეს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მოკლეს. ბიზნესმენი ცეცხლნასროლი ჭრილობებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბესიკ ხარძიანის მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები მომხდარ დანაშაულს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისდროინდელ მაღალჩინოსანს გიორგი უდესიანს უკავშირებენ.
შეგახსენებთ, რომ ბესიკ უდესიანს, რომელსაც კუს ტბა ეკუთვნოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს წილები დაათმობინეს, რომელიც 2005 წლიდიან გიორგი უდესიანს გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები