ბიზნესმენი ბესო ხარძიანი გარდაიცვალა

ბესო ხარძიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ “რესპუბლიკური საავადმყოფოს” პრესსამსახურის უფროსმა განუცხადა.
მისივე თქმით, ბიზნესმენს საავადმყოფოში შემოსვლისთანავე სიცოცხლესთან შეუთავსებელი ჭრილობები აღენიშნებოდა.
ბიზნესმენ ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეს საქართველოს გენერალური პროკურატურა იძიებს, – ამის შესახებ „კვირას“ პროკურატურაში განუცხადეს.
საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო მოქმედებები.
დღეს ბიზნესმენ ბესო ხარძიანს საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ესროლეს. მეზობლების ინფორმაციით პირი, რომელმაც ხარძიანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუხსნა ცეცხლი, მოტოციკლზე იჯდა და შავი ჩაფხუტი ეფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები