მთავრობის ადმინისტრაციის და სხვა სამთავრობო სტრუქტურების შენობები ერთი საათით ჩაბნელდება
მთავრობის ადმინისტრაცია გარემოს დაცვით აქციას – “დედამიწის საათი” უერთდება. აქციის ფარგლებში, დღეს, როგორც მთავრობის ადმინისტრაციის , ისე სხვა სამთავრობო სტრუქტურების შენობები ერთი საათით ჩაბნელდება.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის და სხვა სახელმწიფო უწყებების შენობებში განათება 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გაითიშება.