„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ ნინო გვენეტაძეს მიმართავს

„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ სასამართლო სისტემის რეფორმის საკითხს ეხმიანება. კონსტიტუციონალისტებს მიაჩნიათ, რომ სასამართლო რეფორმა სწრაფად და გამჭვირვალედ უნდა წარიმართოს. ასოციაცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს ნინო გვენეტაძეს მიმართავს, რომ სასამართლოს რეფორმის მიმიდინარეობის პროცესში არასამთავრობო სექტორიც ჩაერთოს.
„სასამართლო რეფორმის აუცილებლობა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ წლების განმავლობაში, სასამართლო განიცდიდა პოლიტიკურ ზეწოლას და არ იყო საკმარისად დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, რაც სასამართლო სისტემის ძირეულ პრინციპებს წარმოადგენს. ორგანიზაციის განცხადებით, საზოგადოებას დაკარგული აქვს ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ. სწორედ აქედან გამომდინარე, რეფორმა უნდა წარიმართოს იმგვარად, რომ გარანტირებული იქნეს მიუკერძოებელი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობა.
„საქართველოს ახალგაზრდა კონსტიტუციონალისტთა ასოციაცია“ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობისას მიუთეთებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტების რეკომენდაციებზე, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში სასამართლო სისტემასთან. ორგანიზაციის განცხადებით, ძირითადი რეკომენდაციები შეეხება მოსამართლეთა დანიშვნისა და დაწინაურების წესებსა და პროცედურებს, ასევე სასამართლო სისტემაში მომუშავე პირების კვალიფიკაციასა და კეთილსინდისიერებას.

ასოციაციის ხედვით მნიშვნელოვანია გატარდეს:

     • იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა. კერძოდ, კანონში ნათლად უნდა გაიწეროს მოსამართლის        შერჩევის კრიტერიუმები, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მოსამართლეთა შერჩევის ისეთი ობიექტური კრიტერიუმების გამოყენება, როგორიცაა მოსამართლეთა პროფესიული უნარები, შესაძლებლობები და პატიოსნება და არა პოლიტიკური შეხედულება.

  • ზუსტად და საბოლოოდ განისაზღვროს პროკურატურის როლი და უზრუნველყოფილი იქნას მისი საქმიანობის ზედამხედველობა, რათა აღდგეს საზოაგადოების ნდობა პროკურატურისადმი.
  • შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომლის უფლებამოსილებაც იქნება, რომ გამოიძიოს პროკურორების მიერ განხორციელებული არასათანადო ქმედებები. გარდა ამისა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეეწყოს პროკურორების გადამზადებას და უზრუნველყოს ისეთი პროკურატურის არსებობა, რომელიც მთლიანად დამოუკიდებელი იქნება რომელიმე პოლიტიკური ძალისა თუ სხვა ნებისმიერი ზეგავლენისაგან.
  • მოხდეს მოქმედ სასამართლოს სისტემაში მომუშავე კადრების, მათ შორის თანამდებობაზე მყოფი პირების გადახალისება, დატრენინგება. ასოციაცია მიიჩევს, რომ აღნიშნული სასამართლო რეფორმა უნდა დაიწყოს სწრაფად, წარიმართოს მაქსიმალურად გამჭირვალედ. ასოციაცია მიმართავს, სასამართლოს თავმჯდომარეს, რომ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ რეფორმის მიმდინარეობაში და წარადგინინ თავიანთი მოსაზრებები“ – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები