პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას “დედამიწის საათი” უერთდება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია კამპანიას “დედამიწის საათი” უერთდება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტის სასახლის განათება ერთი საათით – 20:30 საათიდან 21:30 საათამდე გამოირთვება.
“საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უერთდება გლობალურ გარემოსდაცვით აქციას “დედამიწის საათი”, რომელიც ყოველი წლის მარტში იმართება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარემოსდაცვით კამპანიას საქართველო მეშვიდედ უერთდება.