დავით უსუფაშვილი: ახალი ხელისუფლება არ აპირებს თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია
ჩვენი ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება, – ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა პარლამენტში საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო კომისიაში ხუთი სხვადსხვა მიმართულებით მომუშავე ჯგუფის ჩატარებული სამუშაოს შედეგების პრეზენტაცია მიმდინარეობს. სხდომას პარლამენტის თავმჯდომარე უძღვება.
უსუფაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა 2016 წლის არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობის დახვეწაა.
„სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის დროსვე ჩვენ განვაცხადეთ, რომ არ უნდო ჰქონოდა ამ პროცესს ზედმეტი და არასასურველი აჟიოტაჟი, რომ ახლა უკვე ახალი ხელისუფლება აპირებს თავის თავზე მოირგოს კონსტიტუცია. ეს ასე არ არის და ამას ადასტურებს თავისთავად კომისიის მუშაობის პროცესი. ჩვენ ამოცანაა მოქმედი კონსტიტუციის სრულყოფა და არა ახალი კონსტიტუციის მიღება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.