ირაკლი ღარიბაშვილი მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს ულოცავს. ამის შესახებ პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
“დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. ჩვენმა ეკლესიამ გამოიარა ავტოკეფალიის დაკარგვის უმძიმესი წლები, ისტორიული სამართლიანობის აღდგენას კი ას წელზე მეტი დასჭირდა. ავტოკეფალიის აღდგენა უდიდესი მოვლენა იყო ჩვენი ერის ცხოვრებაში.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ყოველთვის უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და დღესაც ასრულებს ერის სულიერ ცხოვრებაში.
ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ერს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს”, – ნათქვამია მისალოც წერილში.