ზვიად კვაჭანტირაძე: რას დაამსგავსეთ რუსთაველი, ცოცხების პოვნა არ გაგიჭირდებათ

 საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართავს და დანაგვიანებული რუსთაველის გამზირის დასუფთავებისკენ მოუწოდებს.

„რას დაამსგავსეთ რუსთაველი? ნაგავს მიაქვს იქაურობა. მიდით ახლა და დაასუფთავეთ. ცოცხების პოვნა არ გაგიჭირდებათ. ცოცხები ამაში გამოყენება, რომ იცოდეთ“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე.

ზვიად კვაჭანტირაძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები