აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ

 თავისუფლების მოედანზე შეკრებილი აქციის მონაწილეები მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები აცხადებენ, მათ მთავრობას წითელი ბარათები უნდა უჩვენონ. მანამდე თავისუფლების მოედანზე შეკრებილ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართა. მათ მოქმედი მთავრობა გააკრიტიკეს და მისი გადადგომა მოითხოვეს. კანცელარიასთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები