მიხეილ სააკაშვილს “დაპაუზებული საქართველოს” გამო “გული უკვდება”

 მიხეილ სააკაშვილმა ბრიუსელიდან აქციის მონაწილეებს მიმართა და მთავრობა გააკრიტიკა. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო დაპაუზებულია და გაჩერებული საათივით ერთ დროს – 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენებს.

„მე, ისევე როგორც ჩემი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეებს საზღვრებს გარეთ, თუ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურად სხვა წარმომავლობის მოქალაქეებს, გული მიკვდება იმაზე, თუ რა ხდება ჩვენს სათაყვანებელ საქართველოში. გული მიკვდება იმაზე, რომ ვუყურებ გაჩერებულ ეკონომიკას, რომ ვუყურებ როგორ იხურება ყოველ დღე საწარმოები, მაღაზიები, სასტუმროები, როგორ გარბიან საქართველოდან ინვესტორები, როგორ ჩერდება მშენებლობები და ის დიდი პროექტები, რომლებიც მსოფლიო ბრენდად ვაქციეთ და რომლითაც ყველანი ერთად დამსახურებულად ვამაყობდით. საქართველო დაპაუზებულია და გაჩერებული საათივით ერთ დროს – 2012 წლის 1 ოქტომბერს აჩვენებს. ლარის კურსი, როდესაც ჩავიბარე შევარდნაძისგან დანგრეული საქართველო, დაახლოებით დღევანდელ დონეზე იყო. ჩემ დროს კი, რუსეთის სრულმასშტაბიან ოკუპაციას და შემოჭრას გაუძლო.  დღეს ისევ შევადნაძის ნიშნულზე ჩამოიშალა. ქვეყანაში დაბრუნდა კრიმინალი და აკონტროლებენ ქუჩას, სკოლებს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები