„ნაციონალებმა“ აქციიდან მათ ლიდერებს “მატროსოვზე” მოკითხვა შეუთვალეს

ნაციონალური მოძრაობის” აქციის ორგანიზატორებმა თავისუფლების მოედნიდან მათი პარტიის ლიდერებს: გიგი უგულავას, ბაჩო ახალაიას და ვანო მერაბიშვილს მატროსოვის ციხეში მოკითხვა შეუთვალეს. დაკავებული ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატის ოთარ კახიძის განცხადებით, ისინი მოქმედი მთავრობის პოლიტპატიმრები არიან.

„მე მინდა, აქედან მოკითხვა შევუთვალო ჩვენს პოლიტპატიმრებს. ვანო მერაბიშვილს, გიგი უგულავას, ალეკო ნინუას, ჩვენს პოლიციელებს, მინისტრებს, სპეცრაზმელებს. ისინი არიან მხნედ და დარწმუნებულები არიან იმაში, რომ მათი პატიმრობა დროებითია, რადგან არ შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს სიკეთისა და ბოროტების, პატრიოტიზმისა და კოლაბორაციონიზმის, სიმართლისა და ტყუილის ურთიერთმონაცვლეობა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

ყოფილი მაღალჩინოსნები სცენიდან გიგა ბოკერიამაც მოიკითხა და კახიძეს „პოლიტპატიმრების“ დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები