ნიკა მელია: საზოგადოება გამოდის მაშინ, როდესაც ამას აიძულებს ხელისუფლება

 „საზოგადოება გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას აიძულებს ხელისუფლება“, – აღნიშნული განცხადებით აქციის მონაწილებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მიმართა. მან გამოსვლისას აღნიშნა, რომ საზოგადოება “უნიათო მთავრობამ” აიძულა, გასულიყო ქუჩაში”.
“კიდევ ერთხელ შევხედოთ ერთმანეთს, რათა დავინახოთ თუ რამდენი ადამიანია, ვისაც ვერასოდეს ვერ გააჩუმებენ, თუ რამდენი ადამიანია მზად იბრძოლოს უკეთესი ხვალინდელი დღისთვის, თუ რამდენი ადამიანია მზად ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დაამარცხოს უპასუხისმგებლობა, უნიათობა, უსამართლობა. გვინდა, ხელისუფლებას თქვენი სახელით მივმართოთ, რათა კარგად დაიმახსოვროს ის, რაც ისედაც ძალიან კარგად იცის – აქ, “თავისუფლების მოედანზე”, რუსთაველის გამზირზე შემთხვევით არასდროს იკრიბება საზოგადოება, შემთხვევით არავის გამოჰყავს გარეთ საზოგადოება. საზოგადოება გამოდის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როდესაც ამას აიძულებს ხელისუფლება და სამწუხაროდ, ჩვენმა უნიათო და უპასუხისმგებლო ხელისუფლებამ დღეს საზოგადოება აიძულა გამოსილიყო იმ მოედანზე, იმ გამზირზე, სადაც თავისუფლებისთვის არაერთი ბრძოლა გამართულა. ყველა ბროლა ყოველთვის დასრულებულა საზოგადოების გამარჯვებით. დღევანდელი დღეც არის ამ გზის დასაწყისი და ამ გზას ჩვენ აუცილებლად გავივლით”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები