გიორგი ვაშაძე: საქართველო ევროპის ნაწილია
„საქართველო ევროპის ნაწილია“, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ვაშაძემ თავისუფლების მოედანზე შეკრებულ მოქალაქეებს განუცხადა.
ოპოზიციური პარტიის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე მონაწილეებს ევროკავშირის დროშები უჭირავთ.
„დღევანდელ შეკრებაზე ქართულ დროშებთან ერთად არის ევროკავშირის დროშები, იმიტომ, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ. აქ არის ჩვენი ძმების – უკრაინელების დროშებიც, იმიტომ, რომ მათ დღეს ბოროტი იმპერია ებრძვის და ჩვენ მათ გვერდში ვუდგავართ“, – განაცხადა ვაშაძემ.
„თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია დაიწყო. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მთავრობის გადადგომაა.