ტრისტან წითელაშვილი: აქციაზე სიტუაცია თუ გამწვავდა, სააკაშვილი სარფში ჩამოვა

 თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციაზე სიტუაცია გამწვავდა და მხარეებს შორის დაპირისპირება მოხდა, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სარფში ჩამოვა“,  – ამის შესახებ ყოფილი პოლიტპატიმარი, სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი აცხადებს. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში ექსპრეზიდენტს მომზადებული ჰყავს გარკვეული ჯგუფები, რომლებიც სამხედრო მოსამსახურეებისგან და შინაგან საქმეთა სამინისტროს ზონდერ ჯგუფებისგან შედგებიან.

„უკრაინაში გარკვეული ჯგუფები გადიან მომზადებას. ისინი საქართველოდან წასული სამხედრო მოსამსახურეები არიან, რომელთა შორის არის დამნაშავე, გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიგი კალანდაძე. ისინი გადიან მომზადებას და იმ შემთხვევაში, თუკი ამ აქციებმა მასშტაბური ხასიათი მიიღო და პროვოკაციები გამოუვიდათ, მიხეილ სააკაშვილი ამ დაჯგუფებებთან ერთად დაიწყებს საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილებას. ის აპირებს სარფის საზღვარზე ჩამოსვლას. ეს გეგმა აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ტრისტან წითელაშვილმა „ინფო 9“-თან საუბრისას.
ყოფილი პოლიტპატიმარი „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ მიმდინარე „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქციაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები