გიორგი მარგველაშვილი ჟურნალისტებს – სამართლიანად გიწოდეს „მეოთხე ხელისუფლება”
საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი მასმედიის წარმომადგენლებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
„ძვირფასო ჟურნალისტებო, ბეჭდვითი და ელექტრონული მედიის წარმომადგენლებო, გულითადად გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – ქართული ჟურნალისტიკის დღეს. საზოგადოებრივ ცხოვრებაში უდიდესი როლის გამო თქვენ სამართლიანად გიწოდეს ‘მეოთხე ხელისუფლება’. გისურვებთ წარმატებებს თქვენ საპატიო საქმიანობაში, რაც თითოეული ჩვენგანის წარმატებაცაა – მაღალი პასუხისმგებლობის მქონე თავისუფალი, დამოუკიდებელი მედია და თქვენი პროფესიონალიზმი ხომ უმთავრესი საზომია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხისა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერების“, – ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის განცხადებაში.