ემზარ კვიციანი: ქვეყნის მოღალატეები მატროსოვზე უნდა შეიკრობონ
„ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ უნდა გაუქმდეს“, – ამ მოთხოვნით პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანი საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ გამართულ აქციას შეუერთდა.
მისი განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრები მატროსოვის ციხეში უნდა იმყოფებოდნენ.
„ქვეყნის მოღალატეები „რუსთავი 2“ – ზე არ უნდა იკრიბოდნენ, ისინი უნდა შეიკრიბნენ ან მატროსოვზე, ან, სადაც მე ვიყავი, საიდანაც ახლახან გამოვედი. სწორედ იქ, ხელისუფლებამ უნდა შეკრიბოს ეს ხალხი. „ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ უნდა გაუქმდეს. ამის მოთხოვნა გვაქვს ჩვენ და სწორედ ამ მოთხოვნით, დღეს ხელმოწერები გროვდება, რასაც მთელი საქართველო მოაწერს ხელს, – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქცია იმართება, სადაც „ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებენ.