სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება
კომპიუტერულ მეცნიერებასა და გამოყენებით მათემატიკაში 2015 წლის 22 მარტს, 9:00 საათზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში (ანა პოლიტკოვსკაიას, ყოფილი ჯიქიას ქ. 9) ტარდება „2015 თბილისის საერთაშორისო კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებასა და გამოყენებით მათემატიკაში“. კონფერენციის ორგანიზატორია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპონსორები არიან: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და კურტ გიოდელის საზოგადოება (ავსტრია).
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი მეცნიერები, ინჟინრები და მკვლევარები დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, ისრაელიდან, აზერბაიჯანიდან, ჩეხეთიდან. კონფერენციის მონაწილეები წარმოაჩენენ თავიანთ კვლევით შედეგებს და აქტიურობებს კომპიუტერულ მეცნიერებებში და გამოყენებით მათემატიკაში. კონფერენცია უზრუნველყოფს დელეგატების ახალი იდეებისა და გამოცდილების ურთიერთგაცვლას და მომავალში ფართომასშტაბიანი შრომითი და კვლევითი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. აღსანიშნავია, რომ ასეთი მასშტაბის კონფერენცია კომპიუტერულ მეცნიერებასა და გამოყენებით მათემატიკაში ამიერკავკასიის მასშტაბით ჯერ არ ჩატარებულა და ჩვენთვის საამაყოა ის ფაქტი, რომ კონფერენციის ორგანიზატორი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტია. “გვაქვს პატივი მოგმართოთ თხოვნით დაესწროთ კონფერენციის მუშაობას. კონფერენციის პროგრამა კორესპონდენციას თან ახლავს. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია კონფერენციის ვებგვერდზე: www.ticcsam.sou.edu.ge“, – აცხადებენ უნივერსიტეტში. R