ირაკლი ღარიბაშვილმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მესაზღვრეებს მესაზღვრის პროფესიული დღე მიულოცა.
პრემიერმა საქართველოს მესაზღვრეებს ქვეყნის ერთგული გუშაგები უწოდა და მათი სახელმწიფოებრივი საჭიროება და მნიშვნელობა აღნიშნა.
„კვირა“ მილოცვას უცვლელად გთავაზობთ. „გილოცავთ მესაზღვრის პროფესიულ დღეს! ვულოცავ ამ დღეს საქართველოს სასაზღვრო ძალებს, თითოეულ მესაზღვრეს! თქვენ ურთულეს პროფესიას ემსახურებით და ძალიან საპატიო მისია გაკისრიათ. თქვენ დგახართ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების სადარაჯოზე და საქართველოს მიწა-წყალს იცავთ. თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ერთგული გუშაგები.
სამშობლოს გუშაგობას განსაკუთრებული ვაჟკაცობა და პატრიოტიზმი სჭირდება. სწორედ თქვენნაირი პატრიოტების იმედი აქვს ჩვენს ქვეყანას. ვიცით, თავს არ ზოგავთ იმისათვის, რომ საიმედოდ იყოს დაცული საქართველოს ყოველი მხარე, ყველა კარიბჭე.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, გისურვებთ პირველ რიგში მშვიდობას, წარმატებებს და საქართველოს გაძლიერებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.