გიგა ბოკერია: დღევანდელი აქცია ქართული საზოგადოების მოთხოვნის ასრულების დასაწყისია

უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის გიგა ბოკერიას განცხადებით, დღევანდელი აქცია იმ პროცესების დასაწყისია, რომელიც ამჟამინდელი ხელისუფლების მშვიდობიანად გადადგომას ითვალისწინებს.
„დღევანდელი აქცია არის დასაწყისი იმ პროცესისა, რომელიც აუცილებლად დასრულდება ბიძინა ივანიშვილის და მისი მარიონეტული მთავრობის მშვიდობიანი გზით ხელისუფლებიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს. ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის აუცილებელი მოთხოვნა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები