„ნაციონალური მოძრაობა” შენობებში შეჭრას გეგმავს
მოძრაობა „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზი“ აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა შენობებში შეჭრას გეგმავს,” ინფორმაციას ტელეკომპანია “რუსთავი -2″ „სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
კონტრაქციის მონაწილეები მოსახლეობას მიმართავენ და აცხადებენ:
“ჩვენ არ ვაპირებთ ძალადობას. თუ “ნაციონალური მოძრაობა” პროვოკაციულ ქმედებებს მოახდეს, თავისუფლების, დამოუკიდებლობის სადარაჯოზე დავდგებით. ველოდებით, რომ მიტინგის დაწყებადე, დარბაზის მონაწილეები კიდევ შემოგვიერთდებიან,” – აცხადებენ კონტრაქციის მონაწილეები.