კონტრაქცია “ნაციონალების” შეკრების წინააღმდეგ, სამებასთან მონაწილეები იკრიბებიან

“სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის” ოფისთან, რომელიც სამების ტაძართან მდებარეობს, დარბაზის წევრები იკრიბებიან.
ამჟამად, ოფისთან 30-მდე ახალგზარდა იმყოფება, რომლებსაც ორგანიზაციის ლოგოიანი შავი მაისურები აცვიათ თეთრი წარწერებით – “სამშობლო გვიხმობს”.
სახალხო დარბაზის მთავარი კომიტეტის წევრის გოდერძი ოთარაშვილის განცხადებით, რამდენიმე წუთში საინფორმაციო საპროტესტო მიტინგი გაიმართება, რითაც “ნაციონალური მოძრაობის” გააქტიურებას დაგმობენ.
როგორც ოთარაშვილმა განაცხადა, აღნიშნული შეკრება მშვიდობიანია, თუმცა იქვე დასძინა, რომ აქციის მიმდინარეობისას “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დესტრუქციული ქმედებების შემთხვევაში, შესაბამისად იმოქმედებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები