აქციას „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ პრემიერ-მინისტრის ოჯახიც შეუერთდა
აქციას „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“, რომელიც დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს ეძღვნება, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წევრები შეურთდნენ.
საინფორმაციო კვირეულის ფარგლებში, აქციას „მეგობრები არ ითვლიან ქრომოსომებს!“ საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკოსები და ქართული საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც შეუერთდნენ.
21 მარტს თბილისში საინფორმაციო კამპანია ჩატარდება, რომელიც დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ეძღვნება. კამპანია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით და ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” პარტნიორობით ტარდება. ყოველი 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს. დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები.