გიორგი მარგველაშვილი: ყველას აქვს გამოხატვის უფლება

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც ყველას აქვს გამოხატვის უფლება – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ საპროტესტო აქციას.
მისი თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 2 დღის წინ აქციის ორგანიზატორებს შეხვდა და მათთან ერთად დაგეგმა აქციის ევროპულ-თანამედროვე ფორმატი. გიორგი მარგველაშვილს მიაჩნია, რომ შს მინისტრისა და აქციის ორგანიზატორების შეხვედრა საქართველოს პოლიტიკურ-საზოგადოებრივ ცხოვრებაში ევროპული სტანდარტების დანრგვისკენ გადადგმული ნაბიჯია.
„აქციასთან დაკავშირებით მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, მიხარია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი ორი დღის წინ შეხვდა აქციის მონაწილეებს და მათთან ერთად დაგეგმა ამ აქციის ევროპულ-თანამედროვე ფორმატში ჩატარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ საზოგადოებას, სადაც ყველას აქვს გამოხატვის უფლება, თუმცა ამავე დროს, ყველა უნდა ემორჩილებოდეს კანონს. ასეთი შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრისა და აქციის ორგანიზატორებისა არის ფაქტობრივად ევროპული სტანდარტის დაგეგმვა ჩვენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები