გორის მუნიციპალიტეტის მერმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა. წარმატებები, მათთადმი საზოგადოების კეთილგანწყობა და ხელისუფლების უკეთესობისკენ ზრდა უსურვა. “მიმაჩნია, რომ ქვეყანას მართავს არა ადამიანთა ჯგუფი, არამედ საზოგადოებრივი აზრი, რომელსაც დიდწილად მედიასაშუალებები ქმნიან. დღეს საზოგადოება კეთილგანწყობილია ჟურნალისტების მიმართ და მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას უტყუარ ჭეშმარიტებად თვლის. ამ ფონზე, თქვენს ობიექტურობასა და სამართლიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება როგორც საზოგადოების, ისე ხელისუფლების უკეთესობისკენ ზრდისთვის. იყავით კრიტიკულები, მაგრამ ობიექტურები და კეთილსინდისიერები ისე, რომ საზოგადოებამ შეგაფასოთ როგორც პროფესიონალი ჟურნალისტები”, – განაცხადა მერმა.