ირაკლი ალასანია ბრიუსელში გაემგზავრა
“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ბელგიის დედაქალაქში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფება. ალასანია ევროპარლამენტში ოთხშაბათს “ლიბერალური პარტიის” წარმომადგენლებს შეხვდება და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობაზე ისაუბრებს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის ამავე ვიზიტის ფარგლებში ნატოს წარმომადგენლებსაც შეხვდება.