პრემიერი ჟურნალისტებს: მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებთ, ყველანი მაინც ძალიან მიყვარხართ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა და განაცხადა, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ჟურნალისტებზე ბრაზდება, თუმცა, ამის მიუხედავად, ისინი მაინც ძალიან უყვარს.
“მინდა, საქართველოში იყოს ძლიერი ტელევიზია, ძლიერი ბეჭდული მედია. ყველას გილოცავთ მთელი სულით და გულით. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებთ, ყველანი მაინც ძალიან მიყვარხართ”, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.