გიორგი მარგველაშვილს საკუთარი და პრემიერის გვარი ერთმანეთში აერია (ვიდეო)
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარნეულში სიტყვით გამოსვლისას, მოსახლეობას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა, ხაზი საქართველოს ხელისუფლების ერთიანობას გაუსვა და საკუთარი და პრემიერ- მინისტრის გვარები ერთმანეთში აერია.
“მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყველანი, ირაკლი მარგველაშვილიც, გიორგი ღარიბაშვილიც – ყველანი თქვენს სამსახურში ვართ, იმიტომ რომ გემსახუროთ და ერთად ავაშენოთ უფრო ძლიერი, უფრო გამართული, უფრო ბედნიერი საქართველო. თქვენ ძალიან ბევრს აკეთებთ, ძალიან ბევრს შრომობთ, ხართ ძალიან ნიჭიერები და შრომისუნარიანები. იცოდეთ, რომ ამას ყველა ხედავს და ცდილობს, რაც შეიძლება მეტად შეუწყოს ხელი თქვენს კარგად ყოფნას. დღეს არის დღე ახლის დაწყების, ახალი ენერგიის, გაზაფხულის. სიხარულის და იცოდეთ, რომ ამ დღეს და მთელი წლის განმავლობაშიც ვარ თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად ვიბრძვი ბედნიერი საქართველოსთვის. გილოცავთ ბაირამს და ბედნიერები იყავით”, – განაცხადა მარგველაშვილმა.