„ნაციონალების“ კონტრაქციისთვის ტელევიზიის შენობასთან სამზადისი დაიწყო
„ნაციონალური მოძრაობის“ კონტრაქციის ორგანიზატორებმა, კოალიცია “ერთსულოვნების” წევრებმა აქციისთვის აუცილებელი ატრიბუტები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ მიიტანეს. კოალიცია “ერთსულოვნების” წევრები” ნაციონალური მოძრაობის” 9- წლიან მმართველობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ მორალური უფლება, გამართონ აქცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.
კონტრაქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ექსცესების თავიდან ასაცილებლად ისინი არ შეიკრიბებიან თავისუფლების მოედანზე და “ნაციონალური მოძრაობის” ქმედებების გასაპროტესტებლად საზოგადოებრივი მაუწყებლის ტერიტორია შეარჩიეს.