ირაკლი ღარიბაშვილი და გიორგი მარგველაშვილი მარნეულში იმყოფებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამ დროისთვის მარნეულში, ცენტრში იმყოფებიან.
ისინი მარნეულში ადგილობრივი მოსახლეობისათვის ნოვრუზ ბაირამის მისალოცად ჩავიდნენ.
პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ამ დროისთვის მარნეულის ცენტრში იმყოფებიან, სადაც საზეიმო ღონისძიებები იმართება. პრემიერმა და პრეზიდენტმა მარნეულში გამგეობის წინ გამოფენა დაათვალიერეს.
მარნეულის ცენტრში გამოფენილია ადგილობრივი წარმოების პროდუქცია. ასევე, უკვე განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ამსახველი ფოტომასალა. რამდენიმე წუთში მარნეულის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყება საზეიმო კონცერტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები