ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დაგეგმილ აქციას კიდევ ერთხელ ეხმაურება. ღარიბაშვილის განმარტებით, თბილისში აქციაზე ხალხი ფულით იკრიბება.
პრემიერის განცხადებით, დესტრუქციული ძალები ცდილობენ, ქვეყნის განვითარება შეაფერხონ.
„დღეს თბილისში რამდენიმე ათასი ადამიანი იკრიბება ძალით და ფულით და ისინი მისტირიან წარსულს, ბოროტებას და არ განვითარებას. ჩვენ შევიკრიბეთ, რომ ვიზეიმოთ სიყვარული და დავუდასტუროთ ერთმანეთს პატივისცემა. ეს არის მომავლის საქართველოს და არა ის, რომ ზოგიერთი დესტრუქციული ძალები ცდილობენ, ხელოვნურად შეაფერხონ ქვეყნის განვითარება, მაგრამ არც ერთ ძალას არ მივცემთ საშუალებას, რომ ჩვენი ქვეყნის წინსვლა რაიმე ფორმით შეფერხდეს, ჩვენ გვჯერა ძლიერი მომავლის“, – განაცხადა პრემიერმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დღეს თავისუფლების მოაედანზე 16:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები