ირაკლი ალასანია “ნაციონალების” აქციას გამოეხმაურა

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია იმედს გამოთქვამს,  რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე უსაფრთხოების ზომები დაცული იქნება.
მისივე განცხადებით აქცია პარტიულია და ამ მიზეზით „თავისუფალი დემოკრატები“ აქციას არ უერთდებიან.
„ეს არის პარტიული აქცია, რომელსაც ჩვენ არ ვუერთდებით, თუმცა სულისკვეთება მთელ ქვეყანაში არის საერთო იმ კუთხით, რომ მთავრობა იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დგას, თავს ვერ ართმევს. ერთადერთი გამოსავალი აქედან ისაა, რომ არაფორმალური მართვის ვერტიკალი შეიცავლოს და პასუხისმეგებლობა კონკრეტულმა ინსტიტუტებმა აიღონ“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია დღეს თავისუფლების მოედანზე 16:00 საათზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები