ბრიტანეთის საელჩო, საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ დღეს დაგეგმილ აქციას არ შეუერთდნენ
ბრიტანეთის საელჩო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
საელჩო საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილის ზომების დაცვისკენ მიუთითებს და მოუწოდებს, რომ არანაირი სახის საპროტესტო აქციაში მონაწილეობა არ მიიღონ.
“საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტია დღეს, 16:00 -ზე თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქციას გამართავს. კონტრაქციის გამართვა კი. 15:00-ზე საზოგადოებრივ მაუწყებელთან არის დაგეგმილი. თქვენ ყველანაირი სახის აქცია და დემონატრაცია უნდა აიცილოთ თავიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.