დავით საგანელიძე: შსს აქციისთვის მაღალ დონეზეა მომზადებული
დღეს უმრავლესობაში ის ადამიანები ვართ, ვინც ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ დღევანდელ აქციას.
მისივე თქმით, დღევანდელი აქციისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები მაღალ დონეზეა მომზადებული.
„საკმაოდ მაღალ დონოზეა ამ საქმისთვის მომზადებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურები. ასე, რომ საქართველო და თბილისი მიჩვეულია ოპოზიციის გამოსვლებს და ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ. დღეს უმრავლესობაში ის ადამიანები ვართ, ვინც ძალიან კარგად ვიცით, რა იყო ქუჩაში მსვლელობა, რა არის ოპოზიციაში ყოფნა, როგორ უნდა მოიქცეს და როგორ არ უნდა მოიქცეს ხელისუფლება“, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
დღეს თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობა” საპროტესტო აქციას მართავს, რომელიც 16:00 საათზეა დაგეგმილი.