ეკა ბესელია “ნაციონალებს” გამოხატვის თავისუფლების დაცვას დაჰპირდა

უმრავლესობის წევრი, დეპუტატი ეკა ბესელია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციას გამოეხმაურა და მონაწილეებს გამოხატვის თავისუფლების დაცვას დაჰპირდა, თუმცა მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ყოფილ სახელისუფლებო გუნდს რუსთაველის გამზირზე მათ მიერ დარბეული აქციები შეახსენა.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული. მაგრამ ცინიკურია ის, რომ ეს აქცია სწორედ იმ ადგილას ტარდება, სადაც 7 ნოემბრის, 26 მაისის და სხვა აქციების დარბევები ხდებოდა. როდესაც ჩვენ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად ვიდექით და ისინი გვარბევდნენ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები