მზადება საპროტესტო აქციისთვის დაწყებულია, თავისუფლების მოედანზე სცენას ამონტაჟებენ

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციისთვის მზადება უკვე დაწყებულია. თავისუფლების მოედანზე ამ დროისათვის სცენას ამონტაჟებენ. დემონსტრაცია დღეს, 4 საათზე დაიწყება. თუმცა მანამდე, ორი დიდი შეკრება უნდა გაიმართოს. ერთი – ვარდების მოედანზე, მეორე კი – კოლმეურნეობის მოედანზე, საიდანაც თავისუფლების მოედანზე მსვლელობა დაიწყება. აღსანიშნავია ისიც, რომ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის გიორგი გაბაშვილის განცხადებით, დღეს, აქციაზე მისულ დემონსტრანტებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები