ვახტანგ გომელაურმა მესაზღვრეებს დღევანდელი დღე მიულოცა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მესაზღვრეებს დღევანდელი დღე მიულოცა, ჯანმრთელობა უსურვა, სულიერი სიმტკიცე და მოვალეობის ღირსეულად შერულებისათვის მადლობა გადაუხადა.
“ბატონო მესაზღვრეებო! გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს – მესაზღვრის დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობას, სულიერ სიმტკიცესა და წარმატებებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასა და პირად ცხოვრებაში. სახელმწიფო საზღვრის დაცვა ქვეყნის უსაფრთხოების წინაპირობაა – დაცული სახელმწიფო საზღვარი ნებისმიერი დამოუკიდებელი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის საფუძველია. ჩვენი საზღვრების ურყევობა კი დიდად არის დამოკიდებული თითოეული თქვენგანის პროფესიონალიზმზე, პასუხისმგებლობასა და თავგანწირვაზე! მესაზღვრეებო, მადლობას გიხდით დაკისრებული მოვალეობის ღირსეულად შესრულებისათვის!”, – განაცხადა გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები