თინა ხიდაშელს პარლამენტში ცრემლი მოადგა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დამტკიცების დროს პარლამენტში ცრემლი მოადგა. თინა ხიდაშელი ნინო გვენეტაძის დამტკიცებით კმაყოფილია და მას წარსულში სამართლიანობისთვის ბრძოლა გაახსენა.
„სხდომათა დარბაზში პირველად მომერია ცრემლი. ტრიბუნაზე იდგა ადამიანი, რომლითაც კიდევ ერთხელ დავინახე 2012 წლის 1 ოქტომბერი, როგორ შეიძლება ქვეყანაში ყველაფერი თანდათანობით იცვლებოდეს, სამართალი მკვიდრდებოდეს და ის უბედურება, რაც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა ამ წლების განმავლობაში, წარსულის საკუთრება ხდებოდეს. დღეს ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ის საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეა,” – განაცხადა თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ნინო გვენეტაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა.