გიორგი ქადაგიძე ლარის კურსთან დაკავშირებით დეტალურად პარლამენტში ისაუბრებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე ერთ თვეში პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარდგება, სადაც ლარის კურსთან დაკავშირებით უფრო დეტალურად ისაუბრებს – ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.
“ვფიქრობ, ლარის კურსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ბევრი საუბარი და მსჯელობა იყო. უფრო დეტალურად ამაზე ვისაუბრებ, როდესაც პარლამენტის წინაშე წლიური ანგარიშით წარვდგები. დაახლოებით ერთი თვეა დარჩენილი. წლიური ანგარიშის განხილვის დროს ყველა პროცესის ძალიან დეტალური განხილვა გვექნება”, – განაცხადა ქადაგიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები