ბიძინა ივანიშვილი: სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიექტურობაზე
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ორგანიზაცია „მოქალაქეს“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „მაესტროს“ აკრიტიკებს. ექსპრემიერმა სხვა ტელეკომპანიებიც, მათ შორის, „რუსთავი 2“ და „ტაბულა“ გააკრიტიკა. „რა დღეში იყო მედია, როგორი ვირტუალური სამყარო იყო შექმნილი და როგორ იყო მართული ყველა მედია. „მაესტროც“ მართული იყო. მაშინ ფსევდოოპოზიციურობა დავწამე „მაესტროს“ და აბსოლუტურად გამართლდა ყველაფერი. ეროსი კიწმარიშვილი ჩემი მოსვლის შემდეგ ძლივს გავიდა „მაესტროდან“, და სადაც ეროსი კიწმარიშვილი იყო, იქ როგორ შეიძლება ილაპარაკო ობიეტურობაზე“, – აღნიშნა ივანიშვილმა.